სამძიმარი სამეფო ოჯახს
დიდი ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. „დედოფალი ელისაბედ მეორე იყო პატივისცემისა და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერში“ . ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტიც. დედოფლის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტში. სამეფო ოჯახს და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას სამძიმარი გამოუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
