დედაქალაქის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარით გაიზრდება
დედაქალაქის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარით გაიზრდება. ფინანსურ დოკუმენტში განხორციელებულ ცვლილებებს საკრებულომ მხარი დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა. თანხა სატრანსპორტო კომპანისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების ნაწილს მოხმარდება, ასევე გაზრდილი ბიუჯეტიდან თბილისობისთვის დაგეგმილი ღონისძიებები დაფინანსდება. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ოპოზიციას, რომელმაც საკითხს მხარი არ დაუჭირა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხიც განიხილეს.
