პარლამენტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
პარლამენტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. პლენარულ სხდომაზე 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენისას, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ კომიტეტებს სააგენტოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესში, სააგენტო პარლამენტის შესაბამის სუბიექტებთან აქტიურად თანამშრომლობს.
