„ღირსეული პარტნიორი 2022“ დასრულდა
„ღირსეული პარტნიორი 2022“ დასრულდა. მრავალეროვნული სწავლების დასკვნითი ღონისძიება, ვაზიანის მე-11 პოლიგონზე გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, ჯეფრი ბროუდვოთერმა მიმართეს.