ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა
ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე ტიპის ტუმბოები და დიდი მოცულობის - 500 კვ.მეტრიანი საავარიო რეზერვუარი მოეწყო, სატუმბ სადგურზე დაცულია ყველა სახის ჰიგიენური ნორმები. პარალელურად, წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყო ხუდადოვის, შერვაშიძის და ხერხეულიძეების ქუჩებზე. ამ დროისთვის, უკვე დაერთებულია 50 ოჯახი, ხოლო დანარჩენ ქუჩებზე ცენტრალური ქსელის მოწყობის და დაერთების სამუშაოები გრძელდება
