საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები იტალიის ქალაქ კალიარიში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 6 მედლით დაბრუნდა
საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები იტალიის ქალაქ კალიარიში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 6 მედლით დაბრუნდა. ჩვენი ქვეყნის გუნდის ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალია. გამარჯვება და-ძმამ მოიპოვა - 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ინა ქალდანმა და 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ქალდანმა.
