წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ქართველი მხატვრის, სცენოგრაფ მირიან შველიძის გამოფენა გაიხსნა.
წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ქართველი მხატვრის, სცენოგრაფ მირიან შველიძის გამოფენა გაიხსნა. მუზეუმის შიდა და გარე სივრცეში წარმოდგენილია ხელოვანის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი კოსტიუმები, ესკიზები, მაკეტები და სპექტაკლების დეკორაციები. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. მირიან შველიძის ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებლებს წინანდლის მუზეუმში ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.
