რუსეთ-უკრაინის ომის 198-ე დღეს აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება
რუსეთ-უკრაინის ომის 198-ე დღეს აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინელები წარმატებულ კონტრშეტევაზე გადავიდნენ ხარკოვის ოლქში. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა მებრძოლებმა 20-მდე დასახლებული რაიონი გაათავისუფლეს და მტრის თავდაცვა 50 კილომეტრის სიღრმეზე გაარღვიეს.
