აშშ-ის დახმარება საქართველოს
აშშ 2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს იმ ქვეყებისთვის გამოყოფს, რომელთაც რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრებათ, მათ შორის არის უკრაინა, საქართველო და ევროპის რამდენიმე ქვეყანა. დახმარების პაკეტიდან, რომელიც კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი გადაეცემა უკრაინას, დანარჩენი კი განაწილდება შემდეგ სახელმწიფოებს შორის: ალბანეთი, ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია
