გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე იმსჯელებს დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე იმსჯელებს დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. ჩამოყალიბდება ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროკურორის არჩევის წესზე იმუშავებს. როგორც ცნობილია, ჯგუფში წევრები ოპოზიციური პარტიებიდანაც იქნებიან.
