დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. „გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ მეორე იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემისა და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!“ – წერს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ .
