პროვოკაცია უკრაინიდან და რადიკალების გეგმები
ვინ და რატომ ცდილობს ქართულ-უკრაინული ურთიერთობების დაზიანებას? რადიკალებისა და ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსნის ორკესტრირებული შეტევა საქართველოს წინააღმდეგ, ოპოზიციის ნაწილისთვისაც გაუგებარია. პოლიტიკოსები ამ დრომდე კონკრეტულ მტკიცებულებებს უშედეგოდ ითხოვენ. საუბარია უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ იმ სიის გამოაქვეყნებაზე, სადაც გარკვეული პირებისთვის, მათ შორის 12-ი ქართველისთვის, რომელთაგან ერთი ამერიკის მოქალაქეა, სანქციების დაწესებას ითხოვენ.
