საკონონმდებლო ცვლილებები - აშშ-ის საელჩოს გამოხმაურება
იუესადის 80 გვერდიანი ანგარიში, სადაც კორუფციაზეა საუბარი, მმართველი გუნდის კრიტიკის საგანია. ამბობენ, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დოკუმენტში არაობიექტური, მიუღებელი და აბსურდული ჩანაწერებია. კერძოდ იუ-ეს-აიდის ანგარიშში ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი, პოზიტიურად არის წარმოჩენილი, 2012 წლის შემდგომ პერიოდზე კი წერია, რომ სახელმწიფო ოლიგარქმა მიიტაცა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დოკუმენტის ავტორები, ეკა გიგაურის და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობიან. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ყველა სხვა დასავლური საერთაშორისო კვლევა.
