ლომჯარიას შეტევა შეთანხმებულ კანონპროექტზე
სახალხო დამცველის არჩევის წესი მეორე მოსმენით დამტკიცდა. თუმცა, თუ რეგლამენტში შესატან ცვლილებებს ჯერ კიდევ პირველი მოსმენისას, მხარი რადიკალური ოპოზიციის, კერძოდ ლელოსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს, დღეს გადაწყვეტილება შეცვალეს, ამას კი წინ უსწრებდა მოქმედი ომბუდსმენის კრიტიკული განცხადება. ნინო ლომჯარიას ცვლილებები არ მოსწონს. მმართველი გუნდისთვის არგუმენტები გაუგებარია და ეჭვობენ, რომ დესტრუქციული ქმედებების მიზანი, ევროპული რეკომენდაციების შესრულების ჩაშლა, კანდიდატის სტატუსის არმიღება და ამით ხელისუფლებისთვის დარტყმის მიყენებაა. მეგი ნარსავიძის რეპორტაჟი.
