ომი უკრაინაში
უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩავიდა. ამით ენტონი ბლინკენმა, უკრაინისადმი ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 675 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, ახალი პაკეტი შტატების პრეზიდენტმა უკვე დაამტკიცა.
