თავდაცვის მინისტრი, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას რამშტაინის ბაზაზე ესწრება
თავდაცვის მინისტრი, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას რამშტაინის ბაზაზე ესწრება. გერმანიაში, ამერიკის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე მიმდინარე შეხვედრას, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობენ. შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები, ასევე ამერიკის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ამერიკის თავდაცვის მდივნის მიწვევით იმყოფება.
