საქართველო ერთიანი ევროგადახდის სივრცეში
პარლამენტმა, ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა. ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ეროვნული ბანკი ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს. ევროკავშირის ერთიან საგადახდო სისტემაში გაერთიანების შემდეგ ფიზიკური და იურიდიული პირები ევროს გადარიცხვას პირდაპირ შუამავალი ბანკის გარეშე შეძლებენ.
