„ხალხის ძალის“ განცხადება
სამოქალაქო მოძრაობის ხალხის ძალის წევრებმა წერილი, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ გამოაქვეყნეს. ამბობენ რომ მედიაში გავრცელებული სია არასრულია. წერილში წერია რომ ამერიკის საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს. მათი ინფორმაციით, 2013 წელს ორი მათგანი სწორედ საელჩოს თხოვნით გადაურჩა დაჭერას. ასევე ამბობენ რომ აგენტები 2012 წლის სამთავრობო კოალიციაშიც იყვნენ და დღეს ამ ადამიანების უმეტესობა ნაციონალურ მოძრაობაში და სხვა რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებშია გადანაწილებული.
