სახალხო დამცველის არჩევის წესი
რეგლამენტში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა. პროექტს ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს. მმართველმა გუნდმა ოპონენტების შენიშვნები გაითვალისწინა და დოკუმენტში შესწორებები შევიდა. სახალხო დამცველის არჩევის საკითხი ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილია და პარლამენტის თავმჯომარის განცხადებით კენჭისყრაზე გამოჩნდება შეძლებს თუ არა პარლამენტი ევროპულ მომავალზე ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას.
