საკანონმდებლო ცვლილება - აშშ-ის საელჩოს გამოხმაურება
პარლამენტის მიერ პრეზიდენტის პოლიტიკური ვეტოს დაძლევაზე ამერიკის საელჩოს პოზიცია მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. უმრავლესობის წევრებმა საელჩოს კანონის წაკითხვა ურჩიეს. ქართული ოცნების განმარტებით, ცვლილებები ეხება დამნაშავეების კონტროლს, და შემაშფოთებელია, როდესაც ამერიკის საელჩოს განცხადება დამნაშავეებსა და საქართველოს მოქალაქეებს აიგივებს. კიდევ ერთი შენიშვნის მიხედვით, ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება, რაც უმრავლესობის თქმით სიცრუეა.
