მსოფლიო არქიტექტურის აღიარებული წარმომადგენლების მორიგი შეკრება თბილისში
მსოფლიო არქიტექტურის აღიარებული წარმომადგენლების მორიგი შეკრება თბილისში. მათი ვიზიტი ყოფილი „მიხეილის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მშენებლობას და მიმდინარე საერთაშორისო კონკურსს უკავშირდება. კონკურსში მსოფლიოს 14-მა წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ამჯერად კონკურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, სამი გამარჯვებული სტუდია გამოვლინდება. საბოლოოდ, ყოფილი „მიხეილის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გამარჯვებულ პროექტს ჟიური ნოემბერში დაასახელებს.
