მხოლოდ აგვისტოში საქართველოში თითქმის მილიონი ტურისტი შემოვიდა
მხოლოდ აგვისტოში საქართველოში თითქმის მილიობნი ტურისტი შემოვიდა. სტატისტიკურ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა დაახლოებით, 2-ჯერ მეტია. გაიზარდა ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკაც. ბოლო რვა თვის მონაცემებით კი ტურისტული სექტორიდან შემოსულმა თანხამ მილიარდ ექვსას მილიონ დოლარს გადააჭარბა.
