სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭირა
სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭირა. ცვლილებები პარლამენტმა 88 ხმით პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, სახალხო დამცველის კანდიდატს ახალი პროცედურით აირჩევენ. პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენამდე კანდიდატურებს სამუშაო ჯგუფი შეაფასებს. ამის შემდეგ კი – ფრაქციებს და პოლიტიკურ ჯგუფებს შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტს კანდიდატები იმ პირთაგან წარუდგინონ, რომლებიც პარლამენტს შეფასების პროცესში მონაწილეობის მისაღებად მიმართავენ. განისაზღვრება, რომ წარდგენილი კანდიდატების საერთო რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
