ეკონომიკური პილიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული ორდღიანი კონფერენცია დასრულდა
ეკონომიკური პილიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული ორდღიანი კონფერენცია დასრულდა. კონფერენციაზე სახელწოდებით “დიდება უკრაინას” მთავარი განსახილველი საკითხები უკრაინაში მიმდინარე ომი და გეოპოლიტიკური პროცესები უნდა ყოფილიყო, თუმცა მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ტრიბუნა, რომელიც ოპოზიციას უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გამოეყენებინა, ამჯერადაც საკუთარ მიზნებს მოარგო. კონფერენციაში მონაწილეობა არ მიიღო მმართველმა გუნდმა.
