რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რუსთავის შემოსასვლელში არსებულ სოკოს საწარმოს მენეჯმენტს შეხვდნენ
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რუსთავის შემოსასვლელში არსებულ სოკოს საწარმოს მენეჯმენტს შეხვდნენ. მხარეები კომპანიის მხრიდან რუსთაველებისთვის შექმნილი პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გეგმასა და ვადაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით სოკოს მწარმოებელი კომპანია „თეთრი ქუდი“ "კომპოსტირების" პროცესს შეაჩერებს, რის გამოც 20 სექტემბრიდან რუსთავის მოსახლეობას გარკვეული სახის პრობლემები, აღარ შეაწუხებს.
