გზავნილები ბრიუსელიდან
საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ ეს ასოცირების საბჭოს პირველი შეხვედრაა, რომლის ფარგლებშიც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი ასპექტები განიხილეს.
