საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრა ბრიუსელში
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრა ბრიუსელში და გზავნილები, რომლებიც ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან მოვისმინეთ. საუბარი, საბჭოს ფარგლებში, ევროპელ კოლეგებთან ძირითადად, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პერსპექტივას შეეხებოდა. ბრიუსელში პრემიერის ვიზიტს თბილისში შეფასებები მოჰყვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ასოცირების საბჭოს შეხვედრით კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.
