საქართველო 80:92 ბულგარეთი
თბილისში მიმდინარე ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნული გუნდი ბულგარეთის ნაკრებთან 12-ქულიანი სხვაობით, 80-92 დამარცხდა. მასპინძლების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გოგა ბითაძე იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. 13 ქულითა და 11 მოხსნით სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა. გიორგი ცინცაძემ კი ეროვნულ ნაკრებში საიუბილეო, მე-200 შეხვედრა ჩაატარა.
