ხმაური, გინება და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში
ხმაური, გინება და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში. ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დეპუტატები დაუპირისპირდნენ. მიზეზი ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით მჟავანაძის ბრალდება გახდა. მან მმართველი გუნდის წევრები კურორტ გომისმთაზე მიწების მითვისებაში დაადანაშაულა. თქვა რომ ქართული ოცნების კონკრეტული წევრები, კურორტის განვითარებას ხელს უშლიან.
