ამერიკული მედიის ცნობით, „ნეტფლიქსი“ ნონა გაფრინდაშვილს დავის მოგვარებაზე დათანხმდა
ამერიკული მედიის ცნობით, „ნეტფლიქსი“ ნონა გაფრინდაშვილს დავის მოგვარებაზე დათანხმდა. თემაზე, მცირე კომენტარი გააკეთა, ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე რუფუს-ისააკსმა. ის ამბობს, რომ მხარეები მოხარულნი არიან, რომ საკითხი მოგვარებულია. მორიგების პირობები არ ხმაურდება. შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ მისი მიღწევები შეურაცხყვეს, როდესაც „ნეტფლიქსის“ სერიალში არასწორად განაცხადეს, რომ ის „არასდროს შეხვედრია მამაკაც მოთამაშეებს“.
