გერმანიის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან გერმანია-საქართველოს 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი
გერმანიის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან გერმანია-საქართველოს 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერა ხელი. პროგრამა სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობის და პენიტენციური და პრობაციის სისტემების სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს. თანამშრომლობის სამუშაო პროგრამის თანახმად, იგეგმება დარგობრივი გამოცდილების გაზიარება ბავშვთა უფლებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, თანამედროვე პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვისა და მოწყობის საკითხებზე.
