ილია დარჩიაშვილის შეხვედრები ბრიუსელში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო, ევროპულ საქმეთა, ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრ ჰადია ლაბიბისთან. შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მიმოიხილეს, როგორც ორმხრივ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები. ბელგიის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
