რაფაელ ნადალი ამერიკის ღია პირველობას გამოეთიშა
ლეგენდარული ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი ამერიკის ღია პირველობას გამოეთიშა. ტურნირის მერვედფინალში 36 წლის ესპანელი სპორტსმენი ამერიკელ ფრენსის ტიაფოსთან ოთხ სეტში დამარცხდა. შეხვედრა 3 საათი და 31 წუთი გაგრძელდა. ტიაფოს მეტოქე მომდევნო ეტაპზე რუსი ანდრეი რუბლიოვი იქნება.
