„ქართული სპორტის მატიანე“
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გურამ ძაგანიას წიგნის, „ქართულის სპორტის მატიანეს“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში მკითხველი გაეცნობა სხვადასხვა სპორტის სახეობათა მოკლე ისტორიასა და მათ განვითარებას საქართველოში. ცალკე თავები ეძღვნება ზაფხულის, ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებს, სადაც განხილულია ქართველი სპორტსმენების მოღვაწეობა როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში, ისე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. წიგნი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის თანადგომით გამოიცა.
