ბრიტანეთის ახალი პრემიერი
ბრიტანეთის არჩეული პრემიერ მინისტრი ლიზ ტრასი, რამდენიმე საათში ხელისუფლებას გადაიბარებს. ის გაერთანებული სამეფოს დედოფალმა უნდა დანიშნოს პოსტზე. ფორმალური პროცედურის ფარგლებში, ლიზ ტრასი და ბორის ჯონსონი ელისაბედ მეორეს პირადად შეხვდებიან. აუდიენცია შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში გაიმართება. ლიზ ტრასი კონსერვატიული პარტიის ლიდერად, 5 სექტემბერს გამოაცხადეს, იგი ბრიტანეთის რიგით მესამე ქალი პრემიერ მინისტრია. ტრასმა მსოფლიო ლიდერებისგან, მათ შორის უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებისგან, მილოცვები უკვე მიიღო.
