ჯონსონმა ლიზ ტრასის მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა
ბორის ჯონსონმა, დაუნინგის ქუჩის 10 ნომერთან, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის რანგში, ბოლო საჯარო მიმართვა გააკეთა. მან ხაზი გაუსვა მისი მთავრობის მიღწევებს კოვიდ პანდემიის დროს, ასევე იმ ქმედით ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის დასახმარებლად გადადგა. ბორის ჯონსონმა აღნიშნა, ისიც, რომ დარწმუნებულია ახალი პრემიერ მინისტრის გეგმების წარმატებაში და ლიზ ტრასის მთავრობას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
