სახალხო დამცველის არჩევის წესი
სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის განხილვას ლევან ბეჟაშვილსა და მიხეილ სარჯველაძეს შორის კამათი მოჰყვა. მმართველი გუნდის წევრმა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტები დაუწუნა და განაცხადა, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად, ხმაურის გამოწვევას ცდილობს. საბოლოო ჯამში დოკუმენტს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, საკომიტეტო განხილვაზე მხარი დაუჭირა.
