ილია დარჩიაშვილის შეხვედრები ევროპარლამენტარებთან
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და ევროპარლამენტარის, მიხაილ გალერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. ბრიუსელში ვიზიტით მყოფი, საგარეო საქმეტა მინისტრი შეხვდა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიკსერაც. მხარეებმა, საქართველოს მხრიდან ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს და ამ მხრივ ხაზი გაუსვეს ევროპარლამენტის მომხსენებლების ანგარიშების პრაქტიკის მნიშვნელობას.
