პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა ბრიუსელში, დღეს საქართველოს დროით, ზუსტად საღამოს რვა საათზე დაიწყება. ბრიუსელშია პრემიერ-მინისტრი, რომელიც სხდომას დაესწრება, ევროპელ პარტნიორებთან იმ პროგრესსა და რეფორმებზე ისაუბრებს, რომელზეც მთავრობა მუშაობს. იმსჯელებენ ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესსა და უკრაინის ომთან დაკავშირებით, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
