საქართველო VS ბულგარეთი
დღეს საქართველოს ეროვნული გუნდი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელების მეტოქე ბულგარეთის ნაკრები იქნება, რომელსაც ჯერჯერობით ერთი შეხვედრაც არ მოუგია. ტრავმირებულია გოგა ბითაძე და მისი თამაშის საკითხი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება. საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრები გუნდების მატჩი დღეს „თბილისი არენას“ დარბაზში 21:00 საათზე დაიწყება.