ქართველი კალათბურთელების კომენტარი ინციდენტზე
საქართველოსა და თურქეთის კალათბურთელთა ნაკრები გუნდების შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ, დუდა სანაძემ, პირველი კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველაფრის პროვოცირება თურქი კალათბურთელის საქციელმა გამოიწვია. სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამაც. ის აცხადებს, რომ თურქული მედია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რის გამოც, თურქი გულშემატკივრები მათ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ ტექსტებს უგზავნიან.
