ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში
ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ სიჩუანის პროვინციაში 6.8 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც ნგრევა მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 46 ადამიანი იმსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაზიანებულია გზები, ელექტროგადამცემი ხაზები და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე გრძელდება.
