65-მილიარდიანი პაკეტი კრიზისის დასაძლევად
ენერგორესურსების ფასების ზრდით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად, გერმანიის მთავრობამ 65 მილიარდიანი პაკეტი გამოჰყო. პაკეტი მოიცავს ერთჯერად გადახდებს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისა და საგადასახადო შეღავათებს საწარმოებისთვის. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანა ზამთრის სირთულეებს გადალახავს და დასძინა, რომ რუსეთი აღარ არის სანდო ენერგეტიკული პარტნიორი.
