კრემლის ულტიმატუმი
ევროპისთვის „ჩრდილოეთის ნაკადით“გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები მანამდე შენარჩუნდება, ვიდრე არ მოიხსნება სანქციები, რომელიც ხელს უშლის გაზსადენის აგრეგატების ექსპლუატაციას. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პრობლემები შეიქმნა სანქციების გამო, რომელიც დაწესდა ჩვენი ქვეყნისა და კომპანიების წინააღმდეგ დასავლურ სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ“ - აღნიშნა რუსპესკოვმა. „ჩრდილოეთ ნაკადი ერთის“ გაზსადენით, ევროპას გაზი უკვე ერთი კვირაა აღარ მიეწოდება.
