უკრაინა ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფას ითხოვს
უკრაინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიებიდან ქალებისა და ბავშვების ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფას ითხოვს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპის უდიდესი მუდმივი დაბომბვის გამო ბირთვული კატასტროფის საფრთხე მაღალია და მიმდებარე რაიონების მოსახლეობას სურს, რაც შეიძლება მალე დატოვოს ტერიტორია. "ხალხი მასობრივად მოგვმართავს დახმარებისთვის - ისინი ცდილობენ დატოვონ სახიფათო ტერიტორია. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ რუსეთის ფედერაციას მოთხოვნით, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი ქალების, ბავშვების, მოხუცების ევაკუაციისთვის,“- განაცხადა ვერეშჩუკმა.
