ვითარება უკრაინაში
ომის 195-ე დღე. რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის დასახლებული რაიონები. მძიმე ბრძოლები გრძელდება სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფრონტზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა მებრძოლებმა მტრის 9 შეტევა მოიგერიეს, კრამატორსკის მიმართულებით კი, ოკუპანტებს უკან დაახევინეს.