პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელშია. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპელ პარტნიორებთან იმ პროგრესსა და რეფორმებზე ისაუბრებს, რომელზეც მთავრობა მუშაობს. იმსჯელებენ ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესსა და უკრაინის ომთან დაკავშირებით, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. ბრიუსელიდან ქეთი ქარდავა შემოგვიერთდება.
