გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მესამედ, პრემიერ მინისტრის თანამდებობას ქალი დაიკავებს
გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მესამედ, პრემიერ მინისტრის თანამდებობას ქალი დაიკავებს. კონსერვატიულმა პარტიამ თავის ლიდერად, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აირჩია. ხმათა უმრავლესობით, მან ხაზინის ყოფილი კანცლერი, რიში სუნაკი დაამარცხა.
