პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ხვალ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან ისაუბრებს იმ პროგრესსა და რეფორმებზე, რომელზეც მთავრობა მუშაობს, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესსა და უკრაინის ომთან დაკავშირებით რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
