საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სვეტიცხოველში წირვა სლავურ ენაზე არ აღსრულებულა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სვეტიცხოველში წირვა სლავურ ენაზე არ აღსრულებულა. ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ტაძარში უცხოეთიდან მომლოცველები იმყოფებოდნენ და მათ ეკლესიის წარმომადგენლებმა საშუალება მისცეს სლავურ ენაზე რამდენიმე ლოცვა ეთქვათ. საკითხს მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, საპატრიარქოს წინააღმდეგ ყალბი ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა და ამ ბრძოლის უკან ოპოზიციის ნაწილი დგას.
